ნივთის უკან დაბრუნება

ნივთის გამოყენების, დაბრუნების და გაცვლის პირობები:

შეძენილი ნივთის გამოყენების ზოგადი წესები:

  • ნივთის შეძენამდე, მნიშვნელოვანია ყველა ტექნიკურ მახასიათებლთან გაცნობა, რათა სწორად დადგინდეს ნივთის შესაბამისობა შენს წინაშე არსებული საჭიროებებთან.
  • შეძენილი ნივთის გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ინსტრუქციის მიხედვით.

ინსტრუქციის ნახვა შესაძლებელია:

  • ნივთის ყუთში თანმხლებ დოკუმენტაციაზე.
  • საქართველოში რეგისტრირებულ ნომერზე დაკავშირებით, ან ონლაინ ჩატში შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტებთან გასაუბრებით.

კატეგორიულად აკრძალულია:

  • ნივთების არადანიშნულებისამებრ გამოყენება.
  • ელექტრონული მოწყობილობების სხვა მოწყობილობის დამტენით, ან სადენით ელექტრო წრედში შეერთება.
  • ცვლადი დენის რისკის შემთხვევაში, აუცილებელია ელექტროენერგიის უწყვეტი კვების წყაროს (სტაბილიზატორის) გამოყენება.

ნივთის დაბრუნების / შეცვლის პირობები:

ზოგადი ინსტრუქცია:

  • ტექნიკური წუნის ან/და დადგენილი ვიზუალური დეფექტის გამო, ნივთის დაბრუნება შესაძლებელია შეძენიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში.
  • დაბრუნების პირობებს განსაზღვრავენ გამყიდველი მაღაზიები, მათი შიდა პოლიტიკის შესაბამისად.
  • კონკრეტულ მაღაზიაში არსებული გარანტიები, დაბრუნების და გაცვლის პირობები ზუსტი ანალოგით ვრცელდება ნივთის shentvis.ge-ზე გაყიდვის შემთხვევაში.
  • დაბრუნების პროცესის წამოსაწყებად, საჭიროა shentvis.ge-ს ცხელ ხაზზე აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის იდენტიფიცირებელი მონაცემები: შეკვეთის ნომერი, შეკვეთის მიღების თარიღი და გადახდის დამადასტურებელი ინფორმაცია.

თუ ნივთს გახსნისთანავე (ყუთიდან ამოღებისთანავე) აქვს ვიზუალური დეფექტი:

  • გადაიღეთ ვიზუალური დეფექტის ფოტოსურათები.
  • ნივთის ყიდვიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში, დაუკავშირდით shentvis.ge-ს და მიაწოდეთ ფოტო მასალა, შეკვეთის იდენტიფიცირებელი მონაცემები და ხარვეზის დეტალური აღწერილობა.

თუ შეძენილ ნივთს გაყიდვიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში აღმოჩნდება ქარხნული დეფექტი (არ მუშაობს):

  • დაზიანებული ნივთი აღნიშნულ ვადაში უნდა წარედგინოს იმ სერვის ცენტრს, რომელიც გამყიდველ მაღაზიას ემსახურება.
  • ნივთი, რომელზეც დადასტურდება ქარხნული დეფექტი, შეიცვლება გამყიდველი კომპანიის მიერ დადგენილი წესით.
  • ნივთის შეცვლა დაშვებულია მხოლოდ სრული კომპლექტაციით – აუცილებელია ყუთის და ყველა აქსესუარის შენახვა.

ნივთის დაბრუნების / შეცვლის პროცესის წამოწყება ასევე შესაძლებელია, თუ:

  • მომხმარებელთან მიტანილი ნივთი არ შეესაბამება შეკვეთაში არსებული ნივთის მახასიათებლებს.
  • ნივთი დაზიანდა მიტანის პროცესში (გარეგანი დაზიანებები).

ნივთის დაბრუნების/შეცვლის ვადები:

  • ვადები დაცული იქნება გამყიდველი მაღაზიების და მათი მომსახურე სერვის ცენტრების შიდა სტანდარტების შესაბამისად.

უკან დაბრუნების/შეცვლის ტრანსპორტირების ხარჯები:

shentvis.ge აანაზღაურებს პროდუქტის დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯებს, იმ შემთხვევაში, თუ:

  • მომხმარებელთან მიტანილი ნივთი არ შეესაბამება შეკვეთაში არსებული ნივთის მახასიათებლებს.
  • ნივთი დაზიანდა მიტანის პროცესში (გარეგანი დაზიანებები).
  • დადასტურდა ტექნიკური წუნი და ვიზუალური დეფექტი.