ნივთის უკან დაბრუნება
ნივთის გამოყენების, დაბრუნების და გაცვლის პირობები:
შეძენილი ნივთის გამოყენების ზოგადი წესები:
- ნივთის შეძენამდე, მნიშვნელოვანია ყველა ტექნიკურ მახასიათებლთან გაცნობა, რათა სწორად დადგინდეს ნივთის შესაბამისობა შენს წინაშე არსებული საჭიროებებთან.
- შეძენილი ნივთის გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ინსტრუქციის მიხედვით.
ინსტრუქციის ნახვა შესაძლებელია:
- ნივთის ყუთში თანმხლებ დოკუმენტაციაზე.
- საქართველოში რეგისტრირებულ ნომერზე დაკავშირებით, ან ონლაინ ჩატში შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტებთან გასაუბრებით.
კატეგორიულად აკრძალულია:
- ნივთების არადანიშნულებისამებრ გამოყენება.
- ელექტრონული მოწყობილობების სხვა მოწყობილობის დამტენით, ან სადენით ელექტრო წრედში შეერთება.
- ცვლადი დენის რისკის შემთხვევაში, აუცილებელია ელექტროენერგიის უწყვეტი კვების წყაროს (სტაბილიზატორის) გამოყენება.
ნივთის დაბრუნების / შეცვლის პირობები:
ზოგადი ინსტრუქცია:
- ტექნიკური წუნის ან/და დადგენილი ვიზუალური დეფექტის გამო, ნივთის დაბრუნება შესაძლებელია შეძენიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში.
- დაბრუნების პირობებს განსაზღვრავენ გამყიდველი მაღაზიები, მათი შიდა პოლიტიკის შესაბამისად.
- კონკრეტულ მაღაზიაში არსებული გარანტიები, დაბრუნების და გაცვლის პირობები ზუსტი ანალოგით ვრცელდება ნივთის shentvis.ge-ზე გაყიდვის შემთხვევაში.
- დაბრუნების პროცესის წამოსაწყებად, საჭიროა shentvis.ge-ს ცხელ ხაზზე აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის იდენტიფიცირებელი მონაცემები: შეკვეთის ნომერი, შეკვეთის მიღების თარიღი და გადახდის დამადასტურებელი ინფორმაცია.
თუ ნივთს გახსნისთანავე (ყუთიდან ამოღებისთანავე) აქვს ვიზუალური დეფექტი:
- გადაიღეთ ვიზუალური დეფექტის ფოტოსურათები.
- ნივთის ყიდვიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში, დაუკავშირდით shentvis.ge-ს და მიაწოდეთ ფოტო მასალა, შეკვეთის იდენტიფიცირებელი მონაცემები და ხარვეზის დეტალური აღწერილობა.
თუ შეძენილ ნივთს გაყიდვიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში აღმოჩნდება ქარხნული დეფექტი (არ მუშაობს):
- დაზიანებული ნივთი აღნიშნულ ვადაში უნდა წარედგინოს იმ სერვის ცენტრს, რომელიც გამყიდველ მაღაზიას ემსახურება.
- ნივთი, რომელზეც დადასტურდება ქარხნული დეფექტი, შეიცვლება გამყიდველი კომპანიის მიერ დადგენილი წესით.
- ნივთის შეცვლა დაშვებულია მხოლოდ სრული კომპლექტაციით – აუცილებელია ყუთის და ყველა აქსესუარის შენახვა.
ნივთის დაბრუნების / შეცვლის პროცესის წამოწყება ასევე შესაძლებელია, თუ:
- მომხმარებელთან მიტანილი ნივთი არ შეესაბამება შეკვეთაში არსებული ნივთის მახასიათებლებს.
- ნივთი დაზიანდა მიტანის პროცესში (გარეგანი დაზიანებები).
ნივთის დაბრუნების/შეცვლის ვადები:
- ვადები დაცული იქნება გამყიდველი მაღაზიების და მათი მომსახურე სერვის ცენტრების შიდა სტანდარტების შესაბამისად.
უკან დაბრუნების/შეცვლის ტრანსპორტირების ხარჯები:
shentvis.ge აანაზღაურებს პროდუქტის დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯებს, იმ შემთხვევაში, თუ:
- მომხმარებელთან მიტანილი ნივთი არ შეესაბამება შეკვეთაში არსებული ნივთის მახასიათებლებს.
- ნივთი დაზიანდა მიტანის პროცესში (გარეგანი დაზიანებები).
- დადასტურდა ტექნიკური წუნი და ვიზუალური დეფექტი.